თეატრალური ფარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური ფარდა – ქსოვილი, რომელიც ფარავს სცენას დარბაზში მყოფი მაყურებლისგან. ფარდის დანიშნულებაა უხილავი გახადოს დეკორაციის შეცვლის პროცესი, შექმნას შუალედი მოქმედებებს შორის.

ფარდები არსებობს ასაწევი და გასახსნელი. ფარდა პირველად გამოყენებულ იქნა ძველრომაულ თეატრში (ამის შესახებ გვატყობინებს ვერგილიუსი „გეორგიკებში“ და ოვიდიუსი „მეტამორფოზებში“. აღორძინების ეპოქის იტალიაში (1519) სასახლისკარის თეატრში პირველად იქნა გამოყენებული წინა, ე.წ. ძირითადი ფარდა. მე-17 ს. საზოგადოებრივი თეატრალური ნაგებობების წარმოშობამ, რომელსაც ჰქონდა კოლოსნიკები, შესაძლებელი გახადა ასაწევი ფარდის შექმნა, ფარდის მოხატვა დაევალათ დიდოსტატებს, რომლებიც მოხატულობას ქმნიდნენ მითოლოგიურ და ალეგორიულ სიუჟეტებზე. ასეთი ფარდები მრავლად შეიქმნა მე-19-20 სს. მსოფლიოს ბევრ თეატრში.

ფარდის მოძრაობა უნდა იყოს ელასტიური და ხელი შეუწყოს რეჟისორს გამოხატოს სხვადასხვა განწყობილება. ფარდის ნელი ან სწრაფი დაშვება, უცაბედი გახსნა თუ დახურვა, მაყურებელში იწვევს სხვადასხვა შეგრძნებებს დიდ თეატრებში ფარდა, როგორც წესი, მექანიზებულია.

„ეპიკური თეატრის“ პრინციპების დანერგვის შემდეგ, ფარდა აღარ არის ყველა სპექტაკლის აუცილებელი ატრიბუტი, მაგრამ ამით მას მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ფარდა იყო და რჩება თეატრის დეკორის შემადგენელ ნაწილად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები