თედორაძე რამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რამაზ თედორაძე – დაიბადა 1964 წლის 20 იანვარს ახალციხის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში. — ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი (1986).
შრომითი გამოცდილება
- ახლციხის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მთ. ინჟინერი. (1986-1990)
- ახალციხის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსი (1990-1994)
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი სამცხე-ჯავახეთში (1994-1995)
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მთ. მრჩეველი (1995-2000)
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №39 ასპინძის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების მედალი (01.01.2002)