თევზაძე ბადრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თევზაძე ბადრი – (1955), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ბათუმში. 1972 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1976 წელს გაგამოსცა ლექსების პირველი წიგნი. არის ლექსების რამდენიმე კრებულის და დოკუმენტური პროზის – „პარიზში წასვლას რა უნდა?!” – ავტორი. გამოცემული აქვს „ფრანგული პოეზიის მცირე ანთოლოგია (XIX საუკუნე), ,,100 ფრანგული ლექსი” და ყველაზე მთავარი, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების მიერ გამოცემული „ფრანგული პოეზიის ათასწლეული“, სადაც თავმოყრილია მეთერთმეტე საუკუნიდან მოყოლებული მეოცის ბოლომდე 80-ზე მეტი ფრანგი პოეტის 250 ლექსი.
- შარლ ბოდლერი
- თარგმნა ბადრი თევზაძემ
- სიყვარული და თავის ქალა
- ძველი თავსართავი
- ვით სამეფო ტახტზე მჯდარი,
- კაცთა მოდგმის თავის ქალას,
- აზის ტრფობა უტიფარი
- და სიცილით ურცხვით ბღალავს
- და ბუშტულებს, როგორც ბავშვი,
- სუნთქვით მაღლა ერეკება,
- თითქოს უნდა მოხდეს ცაში
- სამყაროთა შეერთება.
- ეს ნათელი მყიფე სფერო
- აღმაფრენით არს მოცული
- და – ზმანება ოქროსფერი,
- – თვით დაფლითა თვისი სული.
- მოცახცახე ქალა ცდილობს
- შეარბილოს თხოვნით ვნება:
- „ავთამაში სასაცილო
- ნეტა როდის დამთავრდება?
- ო, ურჩხულო, მკვლელი პირით
- ჰაერში რომ შხეფად ისვრი,
- არის მხოლოდ ჩემი ტვინი,
- ჩემი ხორცი, ჩემი სისხლი!”