თევზაძე გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურამ თევზაძე – (1932-2018), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993), დაიბადა თბილისში, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1954), ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით (1957). მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგედ. ამჟამად არის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეხიდენტი.

აკადემიკოს გურამ თევხაძეს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ფილოსოფიის ისტორიის დარგში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები იოანე პეტრიწის შესახებ. მისი თანარედაქტორობით. წინასიტყვაობითა და კომენტარებით ფილოსოფიურ მემკვიდრეობის სერიაში დაიბეჭდა ი. ფანცხავას მიერ რუსულ ენახე თარგმნილი იოანე პეტრიწის თხზულება „განმარტებაი პლატონურისა ფილოსოფიისა და პროკლე დიადოხოსისა“ (მოსკოვი, 1984). მანვე გამოსცა მოსე გოგიბერიძი” თხზულებათა ოთხტომეული, სავლე წერეთლის თხხულებათა ორტომეული, გერმანული ენიდან თარგმნა მ. ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო“, ი. კანტის „რელიგია მხოლოდ გონების სახღვრებში“ და ნიკოლაი ჰარტმანის „ონტოლოგიის ახალი გხები“. გურამ თევზაძის თაოსნობით, თანაავტორობითა და თანარედაქტორობით დაიბეჭდა ავტორთა კოლექტივის ორტომიანი თხხულება „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები“. ავტორთა კოლექტივის ორტომიანი თხზულება „მეოცე საუკუნის ბურჟუახიული ფილოსოფია“. მონაწილეობდა კანტის საერთაშორისო კონგრესების (III, IV, V) მუშაობაში (მოხსენებები გამოქვეყნებულია კონგრესის შრომებში). გურამ თევხაძემ ალხარდა მრავალი ახალგახრდა მეცნიერი მუშაკი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. იგი არის მეცნიერების ორგანიზატორი. ლექციებს კითხულობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტში (1981), ვილნიუსის ფილოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტში (1986), იენის უნივერსიტეტში (1974 და 1997) და სხვ.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები