თეთრი თავაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
TETRITAVAKA.PNG

თეთრი თავაკა (ლათ. Calvatia candida (rostk) Holl. რუს. Головач белый)

ნაყოფსხეული – სფეროსებრია, 2-5 სმ დიამეტრისა, თეთრ ფესვისებური წანაზარდით, ზოგჯერ თავზე ახასიათებს ბადისებრი გამოსახულება. გარეთა გარსი სადაა, ჯერ თეთრია, შემდეგ – მუქი მურა, რომელიც შემდეგ ქრება. შიგნითა გარსი თხელია, აპკისებრი, უსწორმასწორო ნახვრეტით.

სპორები – მომწვანო-ყავისფერია, სფეროსებრი, წვრილმეჭეჭიანი ზედაპირით, 4,8-5 მკმ დიამეტრისა, მოკლე დანამატით.

იზრდება ნიადაგზე, მინდვრებში, მდელოებზე, ბაღებში, ტყის პირებში და, საერთოდ ღია ადგილებზე, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად მხოლოდ ნორჩი გამოიყენება, სანამ რბილობი გაუმუქდება.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები