თეთრი მტირალა ტირიფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეთრი მტირალა ტირიფი – Salix alba
თეთრი ტირიფი 20-25 მ სიმაღლის მსხვილი ხეა, მძლავრი ღეროთი. აბრეშუმ-ბუსუსოვანი ფოთლების გამო ხე ძალიან მგრძნობიარეა სიოს უმცირესი მობერვის დროსაც. იზრდება სწრაფად, სინათლის მოყვარული და ყინვაგამძლეა, ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის, კარგად იტანს ქალაქის პირობებს.
მრავლდება თესლითა და ყუნწებით, მაგრამ ყველაზე ხშირად – სარებით, განსაკუთრებით – დატბორვად მონაკვეთებზე. აღწევს 100 წელს. აუცილებელი კომპონენტია მსხვილი წყალსატევების ნაპირებზე განლაგებული დიდი პარკებისა და ტყეპარკების კომპოზიციებისათვის. გამოიყენება ახალშენებისა და სამრეწველო ობიექტების სწრაფად გამწვანებისთვის, ასევე გზების გარშემო დასარგავად. აქვს ლამაზი დეკორატიული ფორმები.