თეიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეიზმი - (ბერძ. theós „ღმერთი“.) რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ღმერთს მიიჩნევს ადამიანისა და მთელი სამყაროს ზემდგომ, აბსოლუტურ პიროვნებად. დეიზმისგან განსხვავებით სამყაროს განიხილავს, როგორც ღვთაებრივი განგების განხორციელებას.

მეთვრამეტე საუკუნიდან ევროპის სულიერ ისტორიაში დამკვიდრდა თეიზმის ცნება, შექმნილი და შემდგომში განვითარებული ქრისტიანულ რელიგიასა და თანამედროვე ათეიზმთან, დეიზმთან, პანთეიზმთან მიმართებაში. თეიზმი აღნიშნავს ნააზრევს, დაფუძნებულს ღმრთის არსებობის მტკიცე დაჯერებულობაზე (ათეიზმის საპირისპიროდ). ეს ღმერთი აღიქმება აბსოლუტურ და ტრანსცენდენტულ არსებად (პანთეიზმის საწინააღმდეგოდ), პიროვნული და ცოცხალია და სამყაროს შექმნის (რომელიც განიმარტება, როგორც შექმნა არაფრისაგან – creatio ex nihilo) შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას სამყაროში და მის არსებობას უზრუნველყოფს (დეიზმის საწინააღმდეგოდ). არსებობა ღმრთისა, რომელიც მოიაზრება თავისუფალ, თვითაქტიურ, ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფ, ყოველისმცოდნე, კეთილად და მარადიულად, ან, როგორც ზნეობრივ ვალდებულებათა საფუძვლად, სულად და ა.შ., თეიზმში შეცნობილი ან დამტკიცებული უნდა იქნეს გონების დახმარებით (ღმრთის არსებობის დამადასტურებელი საბუთები), ისე, რომ შესაძლებელი იყოს ხსნის ისტორიაში ღმრთის გამოცხადებისათვის თავის არიდება მისი უარყოფის გარეშე.

თიზმის თანახმად ღმერთმა არა მარტო შექმნა ყოველივე ხილული და არახილული, არამედ უყვარს თავისი ქმნილება, ზრუნავს მასზე და გზადაგზა ეცხადება კიდეც. თეისტური რელიგიები გამოცხადების რელიგიებია. ღმერთი სამყაროს მიმართ იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტურიც, რის გამოც იგი ადამიანს თავისუფლებასაც ანიჭებს და, მზრუნველი მამის მსგავსად, წვრთნის და სჯის კიდეც. თეიზმის, უფრო ზუსტად, - მონოთეიზმის სრულყოფილი სახე არის ტრიადა (ერთარსება - სამების დოგმატი, ტრიადოლოგია), რაც ქრისტიანული რელიგიის განუყოფელი ნაწილია.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები