თეილერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

თეილერია – (შვედი მეცნიერის თეილერის პატივსაცემად) – უპიგმენტო უმარტივესები; მიეკუთვნებიან Theileria-ს გვარს, Theileriidae-ს ოჯახს, Piroplasmida-ს რაზმს.

თეილერიები ვითარდებიან მასპინძლების მონაცვლეობით. ტკიპების ორგანიზმში ისინი მრავლობითი დაყოფის (გამეტოგონია) გზით მრავლდებიან. ტკიპების მიერ მათი გადაცემა ხდება ტრანსფაზური გზით. ტკიპიდან თბილსისხლიანი ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას, ისინი ჯერ ლიმფურ კვანძებში მრავლდებიან შიზოგონიის გზით და „ბროწეულისებრ სხეულებს“ წარმოქმნიან, შემდეგ ინაცვლებენ ერითროციტებში, სადაც ბეჭდისებრი, მრგვალი, ოვალური, ჩხირისებრი, მსხლისებრი ან ჯვრისებრი ფორმა აქვთ. ერითროციტში თეილერიების რაოდენობა ერთიდან შვიდ ეგზემპლარამდე მერყეობს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები