ჭკუასელი თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თეიმურაზ ჭკუასელი-დან)
თეიმურაზ ჭკუასელი – დაიბადა 1944 წლის 20 სექტემბერს თბილისში. — მომღერალი, პოლიტიკოსი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1962-64). სამხედრო სამსახური (1966-1968)
სამუშაო გამოცდილება
- ხალხური მუსიკისა და და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი (1976-1979)
- საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორი (1980-1992)
- ანსამბლ "ქართული ხმების" დამფუძნებელი და სოლისტი (1986-)
- საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი (1994-2003)
პარლამენტის წევრი
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.
პრემია
საქართველოს სახელმწიფო პრემია
ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მომღერლები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ჭკუასელები