თელაზიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თელაზიოზი – (Thelaziosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Thelazia + ბერძნ. osis დაავადება) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელებია Thelazia-ს გვარის ნემატოდები. ისინი პარაზიტობენ მესამე ქუთუთოს ქვეშ, კონიუნქტივალურ პარკში, საცრემლე ჯირკვლების სადინარებსა და ცხვირ-ცრემლის არხებში. გავრცელებულია ყველგან, ჩრდილოეთის ქვეყნების გარდა.
სიმპტომები: ცრემლდენა, სინათლისადმი შიში, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების შეშუპება; მძიმე ფორმის დროს – კერატიტის, წყლულებისა და ლიბრის გაჩენა რქოვანაზე. კლინილური ნიშნებით გამოხატული თელაზიოზი საძოვრული პერიოდის განმავლობაში ვლინდება.