თელარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თელარი – მოწყობილობა დეკორაციების შესაცვლელად. იხმარებოდა დასავლეთ ევროპის თეატრებში XVI-XVII საუკუნეებში. თელარი წარმოადგენდა სწორკუთხა სამწახნაგოვან პრიზმას, რომლის გვერდები მზადდებოდა 3 ჩარჩოსაგან. ჩარჩოებზე გადაკრულ ტილოზე დახატული იყო სახლები, ხეები, კლდეები და ა. შ. თელარის მოტრიალება ამა თუ იმ მხარეს ხდებოდა სპეციალური ბერკეტით. თელარის მოტრიალებით იცვლებოდა გასაშლელი დახატული უკანა დეკორაცია. თელარის პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს ანტიკური სამყაროს „პერიაქტოზი“.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები