ანგელოპულოსი თეოდოროს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თეო ანგელოპულოსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეო ანგელოპულოსი

თეოდოროს (თეო) ანგელოპულოსი – (დ. 1935 წლის 27 აპრილს ათენში, საბერძნეთი. გ. 2012 წლის 24 იანვარს) – ბერძენი კინორეჟისორი, მსოფლიოს მრავალი კინოფესტივალის ლაურეატი. სახელდებოდა მსოფლიო კინოს საუკეთესო რეჟისორების რიცხვში

თეო ანგელოპულოსი საბერძნეთში სამართალს სწავლობდა. შემდეგ პარიზში გაემგზავრა და სორბონაში შევიდა, მაგრამ მალევე მიატოვა IDHEH-ის (უმაღლესი კინემატოგრაფიული განათლების ინსტიტუტი) გამო. 1964 წელს დაბრუნდა საბერძნეთში, სადაც პირველი ფილმები გადაიღო.

ანგელოპულოსი ცნობილია თავისი სტილით, რომლისთვისაც დამახასიათებელია შენელებული თხრობა და ხანგრძლივი კადრები (მაგალითად, ფილმ „კომედიანტების” საეკრანო დროის 230 წუთში მხოლოდ 80 კადრია).

რეჟისორის ფილმები ექვსჯერ შეირჩა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად კონკურსში და მათგან ოთხჯერ დაჯილდოვდა, მათ შორის, ფესტივალის მთავარი პრიზით – „ოქროს პალმის რტო”, 1988 წელს ფილმისთვის „მარადისობა და ერთი დღე”. ხუთჯერ მიიღო მთავარი პრიზი, საუკეთესო ბერძნული ფილმისთვის, სალონიკის საერთაშორისო კინო ფესტივალზე

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1968 – „რადიოგადაცემა”
  • 1970 – „რეკონსტრუქცია” (ბერლინის სკფ, ფიპრესის პრიზი - განსაკუთრებული ხედვა)
  • 1975 – „კომედიანტები” (ბერლინის სკფ, საერთაშორისო ევანგელისტური ჟიურის პრემია; კანის სკფ, ფიპრესის პრიზი)
  • 1980 – „ალექსანდრე დიდი” (ვენეციის სკფ, სპეციალური „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი”, ფიპრესის პრიზი)
  • 1984 – „მოგზაურობა კიტერაზე” (კანის სკფ, პრიზი საუკეთესო სცენარისთვის; ფიპრესის პრიზი)
  • 1988 – „პეიზაჟი ნისლში” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ვერცხლის ლომი”; საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის (OHIH) პრემია; ბერლინის სკფ, საერთაშორისო ევანგელისტური ჟიურის პრემია)
  • 1991 – „ყარყატის შეწყვეტილი ნაბიჯი”
  • 1995 – „ულისეს მზერა” (ევროპული კინოაკადემია, ფიპრესის პრემია; კანის სკფ, ჟიურის დიდი პრიზი, ფიპრესის პრიზი)
  • 1998 – „მარადისობა და ერთი დღე” (კანის სკფ, „ოქროს პალმის რტო”, ეკუმენური ჟიურის პრიზი)
  • 2004 – „ტრილოგია: მტირალი მდელო” (ევროპული კინოაკადემია, ფიპრესის პრემია)
  • 2009 – „დროის მტვერი”

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები