სტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტილი – (ლათ. stylus – წერისათვის განკუთვნილი წვეტიანი ღერო, წერის მანერა), ასახვის ხერხების და შემოქმედებითი ინდივიდუალობის ერთობლიობა; სახიერების სისტემის მდგრადი ერთობა. სტილი გულისხმობს მასალისა და მისი ესთეტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებულ ტიპს, თემისა და მისი განსახოვნების ხერხებისა და საშუალებების გარკვეულ სისტემას, რაც გაპირობებულია მსოფლშეგრძნებით და ესთეტიკური იდეალებით.

არსებობს ეპოქალური სტილის ცნება (რომანული, რენესანსული, ბაროკო, კლასიციზმი და ა.შ.); არსებობს, აგრეთვე, ცალკეულ მიმდინარეობათა და მიმართულებათა სტილი; შემოქმედების ეროვნული და ინდივიდუალური სტილი. როგორც წესი, ხელოვნების განვითარების ადრეულ პერიოდში, სტილი იყო ყოვლისმომცველი და მკაცრად განსაზღვრული. ფართო გაგებით, სტილი არის მხატვრული ფორმის აგების გამჭოლი პრინციპი, რომელიც ნაწარმოებს სძენს მთლიანობას, აყალიბებს ერთიან ტონს, ერთიან გრძნობათა ბუნებას. სტილური ნიშნები, განსხვავებით მსოფლმხედველობისაგან, როგორც წესი, იმყოფება ნაწარმოების ზედაპირზე და ქმნის მხატვრული ფორმის ხილულ სურათს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები