თერმოგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თერმოგრაფი − (ბერძ. thérmē სითბო, სიცხე და gráphein წერა, ხატვა, კაწვრა), ტემპერატურის ცვლილების ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო. მისი მგრძნობიარე ელემენტია ბიმეტალური ფირფიტა, სითხიანი ან წინაღობიანი თერმომეტრი. მუშაობის პროცესში დოლზე დახვეულ მგრძნობიარე უჯრედებიან ლენტზე ისრის მეშვეობით ხდება ტემპერატურის ცვლილების შესაბამისი მრუდის დატანა. ამჟამად ძირითადად გამოიყენება ციფრული თერმოგრაფები.