თერმული ბურღვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თერმული ბურღვა – ქანების სწრაფად გახურება მაღალი ტემპერატურის, დიდი სიჩქარის აირის ჭავლით (2000-2500°C), რომელიც იწვევს ქანის ახლეჩვას ფირფიტების სახით ანუ მის მყიფედ რღვევას. თერმულ მეთოდს იყენებენ ჭაბურღილებისა და შპურების გასაყვანად, ბუნებრივი საშენი ქვის მოსაპოვებლად და მისი ზედაპირის დასამუშავებლად.