თეფეგიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეფეგჲოზ-ი (აზერ. Təpəgöz– „კეფა-თვალი“) – ცალთვალა დევი, ადამიანის ანტაგონისტი აზერბაიჯანულ (თურქულ) მითოლოგიაში; ცხოვრობს გამოქვაბულში, სადაც ატყვევებს ადამიანს, მაგრამ ეს უკანასკნელი მას თვალში მახვილს ურჭობს, აბრმავებს და ცხვრის ტყავში გადაცმული თავს დაიხსნის. მართალია, ცალთვალა დევთან დაკავშირებული მსგავსი სიუჟეტი ფართოდ არის გავრცელებული ქართულ-კავკასიურ და,ზოგადად, მსოფლიო ფოლკლორში (შდრ. ბერძნ. პოლიფენი), მაგრამ საკუთრივ აზერბაიჯანელებში იგი ოღუზური ეპოსის კაციჭამია დევის დეფეგჲოზის სახელს უკავშირდება.


ლიტერატურა

  • Китаби Деде Горгуд. Составители, транскрипция, упрощенный вариант и предисловие Ф. Зейнапова и С. Ализаде. Баку, 1988;
  • В. Н. Басилов. Тепегёз // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები