თეფრეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეფრეშ-ი (ნოღ. Тепреш) – ბავშვთა საგაზაფხულო დღეობა ნოღაელებში. იმართებოდა ნავრუზ-ბაირამამდე ან მის შემდგომ. ამ დღეს ბავშვები ენძელით მორთული ქაცვისა და კვრინჩხის ტოტებით ხელში აულს დაივლიდნენ და ხალხს გაზაფხულის შემოსვლას ცეკვა-სიმღერით ულოცავდნენ. ყოველი ოჯახი მათ სპეციალურად საამდღისოდ შეღებილ კვერცხებს ჩუქნიდნენ. შემდეგ ბავშვები ყორღანთან ან სადმე გორაკზე შეიკრიბებოდნენ და კვერცხებს აგორებდნენ. საინტერესოა ითქვას, რომ გაზაფხულის პირველ დღეს ყუმიხი ბავშვები აღნიშნული მცენარეების ტოტებით (ენძელის გარეშე) სოფელში ეზო-ეზო დადიოდნენ და შეღებილ კვერცხებს აგროვებდნენ.

აშკარაა, რომ თეფრეში მუსულმანობამდელი საგაზაფხულო დღესასწაულია, რომელსაც ნავრუზ-ბაირამი ჩაენაცვლა, მაგრამ, მთლიანად ვერ ამოძირკვა რა, მან საბავშვო საწესო გასართობთა რიგში გადაინაცვლა.


ლიტერატურა

Керейтов Р. Ногайцы. Особенности этнической истории и бытовой культуры. Ставрополь, 2009.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები