თეფშა მკვებავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეფშა მკვებავი – ფხვიერი მასალების (ქვიშა, ცემენტი, ცარცი, მარმარილოს ნამსხვრევები და სხვ.) ყველაზე გავრცელებული სადოზირებელი მოწყობილობა. წარმოადგენს ვერტიკალურ ღერძზე მბრუნავ ბრტყელ თეფშს, რომლის თავზეც მდებარეობს ასაწევი ცილინდრული მილყელი, რომელიც გადაადგილდება ბუნკერის ყელის გასწვრივ. თეფშზე დაყრილ მასალას აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. ბრუნვისას ხვეტიას მეშვეობით მასალის ნაწილი იხსნება თეფშიდან და იყრება მიმღებ მოწყობილობაში.