თვარაძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ თვარაძე

თვარაძე რევაზ – (1928 – 2006), ქართველი მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1991) 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75), ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელ მდივნად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქტორის მოადგილედ, 1968-1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ მუშაკი. 1991 წლიდან - რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა. თარგმნილი აქვს ლერმონტოვის, ბლოკის, ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: „სოფელი”, „ქალაქი” და სხვა.

რ. თვარაძე უპირატესად იკვლევს შუა საუკუნეების ქართული რელიგიურ-ფილოსოფიური აზრის ისტორიას, განსაკუთრებით იმ ეპოქის ძირითად მსოფლმხედველობრივ პრობლემებს „ზეცისა“ და „მიწის მიმართების, ამ სფეროში აღძრული დუალიზმისა და ამ დუალიზმის დაძლევის გზათა პრობლემას. მისი კვლევის უმთავრესი შედეგია დებულება, რომლის თანახმად, ზეციურ და მიწიერ სამყაროთა შორის გარღვეული უფსკრულის გადალახვა და „სოფლისა“ და „ზესთასოფლის“ ჰარმონიულ მთლიანობაში დასახვა აღნიშნულ ეპოქაში შესაძლო იყო არა ზეციურის „მოხსნით“, არამედ დუალიზმის შიგნიდანვე დაძლევით ქრისტიანობის წიაღშივე, ამ რელიგიის რაობის შეულახავად, მის არსებით დებულებათა ხელყოფის გარეშე. ეს მისია შეასრულა ფსევდო-დიონისე არეოპაგელმა, რომლის ტრაქტატში „საღმრთოთა სახელთათვის“ წარმოდგენილი სიყვარულის მოძღვრება პლატონის ნაახრევისა და ქრისტიანობის სინთეზია.

თხზულებები


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები