თვითდამიზნებადი თავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვითდამიზნებადი თავი - დაზიანების საშუალებების (რაკეტები, ტორპედოები, ავიაბომბები, ჭურვები და ა.შ.) ავტომატური მოწყობილობა მისი თვითდამიზნების უზრუნველსაყოფად.

თვითდამიზნებადი თავის ძირითადი ელემენტებია: მიზნის კოორდინატორი, რომელიც ახორციელებს მიზნის ავტომატურ ძიებას, აღმოჩენას, ხელში ჩაგდებას, მიზნის გაცილებას და აყალიბებს მართვის კომანდებს.

ყველაზე გავრცელებული თვითდამიზნებადი თავებია:

  • ოპტიკურ-ელექტრონული (ინფრაწითელი, ლაზერული, სატელევიზიო) – იყენებენ ოპტიკური დიაპაზონის ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს, გააჩნიათ კომპაქტურობა, მაღალი გარჩევადობა და დამიზნების სიზუსტე, მაგრამ მათი მოქმედების მანძილი დამოკიდებულია მეტეოპირობებზე;
  • რადიოტექნიკური (რადიოლოკაციური, რადიომეტრიული) – იყენებენ რადიოდიაპაზონის ელექტრომაგნიტურ
  • ტალღებს, გააჩნიათ ნებისმიერი ამინდის პირობებში მოქმედების უნარი (ისევე როგორც ოპტიკურ-ლექტრონული, გამოიყენება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიზნების დასაზიანებლად);
  • აკუსტიკური – იყენებენ სმენად ბგერებს და ულტრაბგერით ტალღებს. ბგერის დაბალი სიჩქარიდან გამომდინარე გამოიყენება ძირითადად წყლის გარემოში, სადაც აკუსტიკურ ძალებს გააჩნიათ სხვებთან შედარებით მილევადობის ნაკლები ხარისხი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები