თვითმოძრავი ქვემეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვითმოძრავი ქვემეხი - ბუქსირებადი საარტილერიო ქვემეხი, რომელიც მომარჯვებულია მოკლე მანძილებზე შეზღუდული სიჩქარით დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის.

მსგავსი უნარი, ჩვეულებრივ, აქვთ ტანკსაწინააღმდეგო და საველე ქვემეხებს საცეცხლე პოზიციების ოპერატიული შეცვლისთვის და ბრძოლის ველზე ფარული გადაადგილებისთვის, აგრეთვე ქვემეხის გათვლის მუშაობის შემსუბუქებისთვის.

მარშზე თვითმოძრავი ქვემეხი, როგორც ჩვეულებრივი, ბუქსირებადი საწევარით გადაადგილდება. თვითმოძრაობის ძირითადი აგრეგატია მცირე სიმძლავრის დგუშიანი შიგაწვის ძრავა, ტრანსმისია და მართვის მექანიზმები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები