თვითჩამწერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვითჩამწერი – ეწოდება იმ პირს, ვინც საკუთარ ტრადიციუელ რეპერტუარს თვითონვე ჩაწერს მეხსიერების კვალობაზე. თვითჩამწერი ხალხური სიტყვიერების მოყვარულია, ვის მეხსიერებაშიც დროთა განმავლობაში აღბეჭდილია პოუტური და პროზაული ნაწარმოებები. რადგან ასეთი პირები. ხშირად წ/კ მშვენივრად ფლობენ, საკუთარი ფოლკლორული მარაგის ფიქსაციასაც თვითონ ახდენენ. შემკრებლობის პრაქტიკამი ეს თავისებური მოვლენაა და აღსანიშნავად შესაფერისი ტერმინიც სჭირდება. თვითჩაწერილი ტექსტების ბოლოს ისე უნდა აღინიშნოს შემკრებლობითი ხასიათის ცნობები როგორც ჩვეულებრივ. თვითჩამწერლობა აფართოვებს ფოლკლორის შემკრებთა კონტიგენტს, ხელს უწყობს, ფართო მასების ჩაბმას კულტურულ-მასობრივ მოძრაობაში ეროვნული საუნჯის დაცვის მიზნით.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, როგორ შევკრიბოთ ზეპირსიტყვიერება, კომუნისტი, №18, 1962;
  • მისივე, საშვილიშვილო საქმე, სოფლის ცხოვრება, №161, 1960.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები