თვის ღვთაებები (ეგვიპტე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თვის ღვთაებები − ეგვიპტეში თითოეულ თვეს გარკვეულ ღმერთს უკავშირებდნენ, რომელიც ამ თვის მფარველად ითვლებოდა, მაგრამ სხვადასხვა დროის თვეების ცხრილში ეს შეიძლებოდა სხვადასხვა ღმერთი ყოფილიყო. მაგ. რამესიდების დროინდელ ცხრილში ეს ისეთი ცნობილი ღმერთებია, როგორიცაა რახორახტი, სახმეტი, მუტი. უფრო გვიანდელ ცხრილებში 12 თვეს თოერისის 12 სახე შეესაბამება და ა.შ.