თიმოლეონი (ალფიერი)
„თიმოლეონი“ – იტალიელი დრამატურგის ვიტორიო ალფიერის ტრაგედია.
საუკეთესოდ „თავისუფლების ტრაგედიებს“ შორის თვით ალფიერი თვლიდა „თიმოლეონს“ (1780, გამოც. 1783), რომელშიც პოლიტიკური განხეთქილების ფონზე, ძველ კორინთში, გვიჩვენა ახალგაზრდა რესპუბლიკელი თიმოლეონის ტანჯვა, როდესაც მან გაიგო თავისი ძმის, თიმოფანეს ოცნების შესახებ – გაეუქმებინა რესპუბლიკა და დაემყარებინა ტირანია. თიმოფანე ამართლებს თავის ქმედებებს იმით, რომ მხოლოდ მეფის ძალაუფლებას შეუძლია შეწყვიტოს არეულობა და განხეთქილება; ტირანიაში იგი ხედავს ერთადერთ გადარჩენას ანარქიისგან. იგი ძმას სთავაზობს ძალაუფლების გაყოფას. მაგრამ თიმოლეონი, თავისი რესპუბლიკური მრწამსის ერთგული, გადაწყვეტს, თავისუფლების შესანარჩუნებლად მსხვერპლად შესწიროს ძმა. ტრაგედიაში სულ ოთხი პერსონაჟია: დედა, ორი ძმა და მათი მეგობარი; მთელი ინტერესი ფოკუსირებულია იდეების ბრძოლაზე, რომელიც ამოძრავებს პერსონაჟებს.
ლაშა ჩხარტიშვილი