თინუსების ოჯახი
თინუსების ოჯახი – Thunidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: თინუსისებრნი
თვზების ოჯახი სკუნბრიასნაირთა რიგისა. სხეული გამსხვილებული ტორპედოსებური ფორმისაა, რომელიც მთლიანად ან მხოლოდ მკერდის სარტყლის მიდამოში ქერცლითაა დაფარული. თავი კონუსისებურია, კუდის ღერო წვრილია, ზურგის ორი ფარფლია. ზურგის მეორე და ანალური ფარფლების უკან განლაგებულია 7-9 დამატებითი პატარა ფარფლები. მუცლის ფარფლები მკერდზე სხედან და მკერდის ფარფლების ქვეშაა. მკერდის ფარფლები მაღლაა მიმაგრებული. კუდის ღეროს გვერდებზე შუალედური კანოვანი ტროპი აქვს (გარდა ზედა და ქვედა ტროპისა).
კანის ქვეშ კანის ძლიერი სისხლძარღვოვანი სისტემაა.
თინუსი თბილ და ზომიერ ზღვებშია გავრცელებული. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში – ბარენცის (იშვიათად), შავ და იაპონიის ზღვებშია.
თინუსის ოჯახში 5 გვარია გაერთიანებული.