თირკნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თირკნა, (დირკნალი) – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზაკვის თემში, ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1705-1740 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 14 კმ მანძილზე.
მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 212. მათი უმეტესობა (98 %) სომეხია (2002).