თისელის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თისელის ეკლესიაგუმბათიანი ეკლესია (დაახლ. XIV-XV სს.) აწყურის საკრებულოში, მდინარე თისელის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, სოფელ თისელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1-1.5 კმ მანძილზე. შემორჩენილია ნანგრევები.

ძველად აქ მონასტერი ფუნქციონირებდა. აქ დაწინაურებული ყოფილა მევენახეობა, რაზეც მეტყველებს მრავალი ხელნაწერი და სიგელ-გუჯარი, რომლებშიც აღნიშნულია, თუ როგორ სწირავენ ეკლესია-მონასტრებს ვენახებსა და ღვინოს. მაგალითად, თისელის მონასტერის XIV-XVI საუკუნეების ხელნაწერებში ვკითხულობთ: „შემოგწირე … თისლისა ღმრთისმშობელსა და თქუენსა მონასტერსა ტყემლუანას ვენახი“, „მე, სიაოშა, ვიყიდე … ნავენახევი და მივეც საშენებლადა ლაკლაკისძესა სანახევროდა; და … შევსწირე თისლისა ღმრთისმშობელსა“ და სხვ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები