თლებიცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თლებიცა / თლებიცაჟეჲ / თლეგუც-ჟაჭე (ადიღ. Лъэбыцэ/Лъэбыцэжьей/Лъэгуц-ЖакI) – ადიღური ნართული ეპოსის პერსონაჟი, მრისხანე ჯუჯა, ბედოხუს ქმარი, აშამეზის მამის – აშას – მკვლელი. კვდება აშამეზის ხელით.

თქმულებათა ზოგიერთი ვარიანტით, თლეგუც-ჟაჭეს ჰყავდა შვიდი ვაჟი. კრასნოდარის წყალსატევთან, სოფ. ბელიაევსკთან ახლომდებარე შვიდი მაღალი გორაკი, ადგილობრივთა რწმენით, მათი საფლავებია და „ნართი თლეგუც-ჟაჭეს ვაჟების ყორღანებად“ იწოდება. ამ ყორღანთა წარმოშობის ისტორია ასეთია: „ძველ დროში თანამედროვე სოფლის – ბელიაევსკის – მახლობლად მდებარეობდა ნართი თლეგუც-ჟაჭეს აული. მას შვიდი ვაჟი ჰყავდა. ყველანი უბადლო მონადირენი იყვნენ, მგრამ უმცროსს ვერავინ შეედრებოდა: იგი მარტო იმდენს მოინადირებდა, რამდენსაც ყველა ერთად. ამიტომ უფროსებს შურდათ და ვერ იტანდნენ.

ერთხელ, პირველი თოვლის მოსვლის ჟამს უმცროსი ძმა დილაადრიან სანადიროდ წავიდა, შველს გადაეყარა და ხანგრძლივი დევნის შემდეგ მოკლა. დაღლილი ხეს მიეყრდნო და ჩათვლიმა. უმცროსის კვალზე მიმავალმა ძმებმა იგი მძინარე ნახეს, მიეპარნენ; ერთ-ერთმა ესროლა, მაგრამ ააცილა და ისარი ხეს მოხვდა. მონადირემ გაიღვიძა, მყისიერად ცხენს მოახტა და მდინარის მიმართულებით წავიდა. ძმები დაედევნენ. უმცროსი ძმა უკან მობრუნდა, მდევრები დახოცა, მაგრამ თავადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. ყველა მათგანი სიკვდილის ადგილზე დამარხეს და საფლავებზე მაღალი ყორღანები აღმართეს“.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. VII. Мыекъ-уапэ. 1971. Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъу-жьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012;
  • Тов Н. А., Тов А. А. Следы Нартов на Северо-Западном Кавказе // Вестник науки Адыгейского республиканского института гуманитарных исследовании им. Т. М. Керашева. № 4 (28). Майкоп, 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები