თმოგვის მიწისძვრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თმოგვის მიწისძვრა – მიწისძვრა 1088 წლის 22 აპრილს. სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო 8-ბალიანი მიწისძვრა, ეპიცენტრით თმოგვის ციხის სიახლოვეს (41.40 N; 43.20 E, M= 5.3). მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია შემონახულია „ქართლის ცხოვრებაში“: „… შეძრა ქუეყანა საფუძვლითურთ, ესოდენ სასტიკებითა, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნნეს საფლავ მას შინა მკჳიდრთა. რომელთა თანა თმოგჳცა დაიქცა და დაიპყრა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიიასი ცოლითურთ. და განგრძელდა ესევითარი იგი რყევაჲ ქუეყანისა საშინელი ვიდრე განსრულებამდე წელიწადისა, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ მძლე რიცხვსაჲ”. როგორც ირკვევა, ქალაქი თმოგვი მთლიანად დაინგრა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები