თოთხამი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოთხამი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, არაგვის თემში, ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1610-1685 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 7 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 313, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს მას: არს გუჯარეთის ჩრდილოთ, მაღალს მთის თხემსა ზედა, ციხე თოთხამი, მჭურეტელი ქართლ-იმერეთისა. ამის ქუეით არს ციხე, მომწვარას, და ეკლესია მცირე, და შენობანი დიდნი“. ეს ტოპონიმი დატანილი აქვს რუკაზეც. ქალაქ ახალქალაქიდან 7 კმ. მიდამოები უტყეოა.