თოიძეანთ კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოიძეანთ კოშკი - კოშკი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ჩოჩეთის თოიძეანთ უბანში. თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. დაზიანებულია, ზედა ნაწილი ჩამონგრეულია.

აღწერილობა

კოშკი (8,2 X 7,4 მ) საბრძოლოა. მისი კედლები ზემოთკენ ვიწროვდება, წიბოები მომრგვალებულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია. სართულები ერთმანეთს სართულშუა გადახურვაში დატანებული ხვრელებით უკავშირდებოდა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭები. მესამე სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი წყვილი სათოფურია.


ბიბლიოგრაფია

  1. ზემო ჩოჩეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.158. სოფ. ზემო ჩოჩეთის მატერიალური და კულტურის ძეგლების (თოიძეანთ და ოსეფაანთ კოშკები, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიების, სოფლის სასაფლაოზე მდებარე წმინდა სამების სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ეკლესიათა გეგმები და ფასადთა ნახაზები.
  2. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა.-თბ.,1959.-გვ.12-13. წმ. გიორგის სახ. ეკლესიის, კოშკებისა და "ოსეფაანთ" კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს "ოსეფაანთ" კოშკის, წმ. გიორგის სახ. ეკლესიის,ს ამების სახ. ეკლესიის გეგმები და გრძივი განაკვეთის ნახაზები.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები