თოლამ-აღო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოლამ-აღო (ჩეჩნ. Толам-АгIо) – ნართული ეპოსის ჩეჩნური ვერსიის პერსონაჟი. თავად ნახევარი მთის ტოლა გმირს მთის სიმაღლის ცხენი ჰყავს; ისეთი ძლიერი და შიშის მომგვრელია, რომ მისი სახელის ხსენებასაც კი ერიდებიან. ერთხელ თოლამ-აღომ გადაწყვიტა, დაეტყვევებია ჩეჩენი გმირი გეზამა ალი და მისი ფარაც ხელში ჩაეგდო, მაგრამ, როცა ეს თავად ვერ შეძლო, მასთან 63 ნართი გაგზავნა და გეზამა ალის დატყვევება და ცხვრის გამორეკვა დაავალა. საბოლოოდ, ჩეჩენი ხოცავს ნართებს, ორთაბროლაში ამარცხებს თოლამ-აღოს და აიძულებს, გადახნას და გაასწოროს სამი ყორღანი. როგორც, ყვებიან, ეს ყორღნები სოფ. ნაურთან ახლოს მდებარეობს.
ლიტერატურა
Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.