ათენა პრონაიას ტაძრის თოლოსი ძველ დელფოსში, საბერძნეთი
თოლოსი − (ბერძ. thólos თაღი), წრიული მოხაზულობის გეგმის მქონე მონუმენტური, საკულტო ნაგებობა (ტაძარი, აკლდამა და სხვ.), რომელიც განლაგებულია საფეხურებად დანაწევრებულ პოდიუმზე და მთელ პერიმეტრზე გარშემორტყმულია სვეტნარით.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი