თონეთი (ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თონეთი, (ყუდევი) – ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე „სახდელისხევში “ (გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი). შემორჩენილია ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის ნანგრევები ბარელიეფური გამოსახულებებითა და წარწერებით. ნაგებია ნაკლებად დამუშავებული ქვით. როგორც ფიქრობენ, სოფლის სახელწოდება ზანურია „ტუდე“ ნიშნავს სახლს. ყუდევი – თონეთის ძველი სახელი.