თორის ხეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თორის ხეობა – თორის ნაცვლად ხეობას შემდგომში სადგერის ხეობა ეწოდება, როდესაც ცენტრი თორიდან სადგერში გადაიტანეს. თორის ხეობა მოიცავდა მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), სადგერის (სოფელ სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებს. თეიმურაზ II-მ თავად ავალიშვილებს დაუმტკიცა, რომლებმაც თავიანთ რეზიდენციად სადგერი გაიხადეს.