თორტიზის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თორტიზის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორტიზის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XIX საუკუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (14 X 7,8 მ), ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. სამხრეთით და დასავლეთით არქიტრავით გადახურული შესასვლელები და თაღოვანი სარკმლებია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო წყვილი პილასტრია. კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა შუა საბჯენ, დასავლეთის კედლის მიმდებარე და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს. სახურავი ღარიანი კრამიტითაა გადახურული. ფასადებს კვადრატული აგურის დაკბილული ორსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს.