თოს ნიშანდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოს ნიშანდე (თალიშ. Тос нышάнде) – ეგზორციზმთან დაკავშირებული თალიშური მკითხაობის ერთ-ერთი ვარიანტი – მიცვალებულის სულისგან ან ჯინებისგან „დაჭერილი“ ავადმყოფის განთავისუფლების წესი: მოლა ფიალაში ასხამს წყალს და „დამიზეზებულს“ თხოვს, მასში ჩაიხედოს (ჩახედვის პროცესში თავზე შავი ფერის თავშალს გადააფარებს) და თქვას, წყლის ზედაპირზე ვის ხედავს (მიცვალებულს, ჯინებს თუ სხვა ავსულებს); ინფორმანტისაგან ცნობის მიღებისთანავე, მოლა „იჭერს დამმიზეზებელს, კრავს მას და წვავს“; შემდეგ ქაღალდზე წერს სათანადო ლოცვას და ასე განდევნის მავნებელს.
ლიტერატურა
Абилов И. Ш. Некоторые магические практики в культуре талышей // Лавровский сборник: Материалы XXXVI и XXXVII Среднеазиатско-Кавказских чтении 2012-2013 гг.: этнология, история, археология. СПб., 2013.