თოფანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოფანა (ნოღ.Топана) - უსახო არსება ნოღაურ მითოლოგიაში. ცხოვრობს წყლისპირა სოროში და ძინავს, რიგრიგობით ხან ერთ თვალს ახელს და ხან – მეორეს. როცა მოშივდება იწყებს სისინს, სტვენას, იწვევს ძლიერ ქარს, რომელსაც ნოღაელები „ჭრელი თოფანას ქარს“ (ала-топана ел) უწოდებენ. დიდსა და პატარას ნაგებობაში სტვენა ეკრძალებათ, რადგან ამან შეიძლება, თოფანა ააფორიაქოს.
ლიტერატურა
- Акманбетов Т. Сынтастынъ йылувы. Махачкала, 2008;
- Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.