თოფურია თეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოფურია თეა – (1977), პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი. დაიბადა სოხუმში. 1998 წელს დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, იმავე წლიდან მუშაობს ჟურნალისტად და რედაქტორად ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. არის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის ნომინანტი და ლაურეატი. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „პიტნის კალო”, ზღაპრების წიგნი — „პარადიის არდადეგები” და „გასაღვიძებელი ზღაპრები”, პოეზიის კრებული „ეკოციდი”.
- * * *
- ცხრა მზე მინდოდა მქონოდა,
- რვის მეტი ვერ შევაგროვე.
- მეცხრე ვერ გადმოვიბირე,
- ციდან ვერ გადმოვაგორე.
- მზით ჯიბეგამოტენილმა
- შენს სახლს შევუღე ჭიშკარი.
- შენ გზები გიგროვებია
- ჩემგან რომ წასულიყავი.