თულაშვილი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ თულაშვილი

თულაშვილი ვახტანგ − (1834-1910), ლიტერატორი, თეატრალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის სამიჯნაო სკოლაში და იქვე დარჩა მასწავლებლად. 1865 წ. მისი თაოსნობით დაარსდა „მელიქიშვილისა და ამხანაგობის“ სტამბა. იყო „დროების“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ქართული თეატრის აღდგენისა და საადგილმამულო ბანკის დაარსების მონაწილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრი. აწყობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებს, ლიტერატურულ საღამოებს, აგროვებდა სხვადასხვა საქველმოქმედო-ეროვნული ფონდის სახსრებს. 1880 წ. მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის მომზადებაში. ვ. თულაშვილის წერილები სახალხო განათლების, ისტორიის, ჟურნალისტიკის, თანადროულობის საჭირბოროტო საკითხებზე იბეჭდებოდა „საქართველოს მოამბეში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „მოამბეში“. 1862 წ. მ. ყიფიანთან ერთად, ფოგელის რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით, შეადგინა არითმეტიკის სახელმძღვანელო.



ლიტერატურა

  • მ. კეკელიძე, ვახტანგ თულაშვილი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, 1955 [[1]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები