თუმანიშვილი გიორგი (1774-1837)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუმანიშვილი გიორგი ეგნატეს ძე − (1774-1837), პოეტი, კალიგრაფი. 1790 წლიდან იყო ჯერ ერეკლე II-ის, შემდეგ გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი, ხოლო მოგვიანებით ჩაირიცხა რუსეთის სახელმწიფო სამსახურში; 1820 წელს მან სტატსკი სოვეტნიკის ჩინი მიიღო; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ძეგლთა შეკრებისა და გამრავლების საქმეში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართული ხელნაწერი. გიორგი თუმანიშვილი ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. ის ასევე არის „ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი ინტერპოლატორი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები