თუმანიშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუმანიშვილი დიმიტრი − (?-1821), პოეტი. ერეკლე მეორის მდივნის იოსებ თუმანიშვილის შვილი, გიორგი მეთორმეტის მდივანი.

სამეფო გვარის რუსეთში გადასახლების შემდეგ პეტერბურგში ახლდა ბატონიშვილებს. იქვე გარდაიცვალა. მისი ლექსები მიმობნეულია XVIII და XIX სს. ხელნაწერ ანთოლოგიებში. დიდად პოპულარული იყო მისი ლექსი „ახალ აღნაგო სულო-და“, რომლის რამდენიმე სტროფი თარგმნა ა. პუშკინმა. დ. თუმანიშვილის ლირიკას ეტყობა ბესიკის პოეზიის დიდი გავლენა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები