თუშეთის ასკილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუშეთის ასკილი

თუშეთის ასკილი – (Rosa tuschetica Boiss.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). დაბალი, 1-1.5 მ სიმაღლის ბუჩქია. ძლიერ დატოტვილი. ნორჩი ტოტები მოფენილია სწორი, დიდი და ნემსისებური ეკლებით. ყვავილიანი ტოტები კი ჯირკვლებითაც ხასიათდება. ფოთლები 5-7-ფოთოლაკიანია, ფოთოლაკები კვერცხისებურია, კიდეებზე ორმაგად ბასრხერხკბილა. ჯამის ფოთლებს აქვს ოდნავ ფოთლისებური გაფართოებები. გვირგვინის ფურცლები კაშკაშა ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება ქვიან ფერდობებზე სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. გვხვდება ქართლსა და ხევსურეთში. საქართველოს ენდემია, მცენარე აღწერილია თუშეთში 1872 წელს.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები