თქმულება ჟიბჟიასა და ვაჟინას შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟიბჟია და ვაჟინალეჩხუმში, ხვამლის მთის ძირას, სოფელ ტვიშში უჩვენებენ კოდოურას წყაროს, რომელსაც ერთ დროს გველეშაპი დაპატრონებია და წყალთან არავის უშვებდა, მსხვერპლად პატარა ბავშვებს არ მიუყვანდნენ. სანამ გველეშაპი ბავშვს გადაყლაპავდა, მანამდე უნდა მოესწროთ წყლის აღება. გველეშაპი ისეთი გაუმაძღარი ყოფილა, რომ აკვნიდან ბავშვებს იტაცებდა.

ერთხელ საიდანღაც სოფელზე ჩამოუვლია ორ კაცს – მამა-შვილს - ჟიბჟიას და ვაჟინას. დაუნახავთ, რომ ერთი დედაბერი გობზე ცომს საკუთარი შარდით ზელდა. მათ შეკითხვაზე, რას შვრებიო, დედაბერმა უპასუხა: რასაო და ჩვენი წყალი გველეშაპს უჭირავს, არავის გვიშვებს წყლის ასაღებად. მე კი იმდენი შვილი არ მყავს, რომ გველეშაპს მივგვარო წყლის სამაგიეროდო. წასულან ჟიბჟია და ვაჟინა გველეშაპის მოსაკლავად, თან ბავშვი წაუყვანიათ. დაღლილები ყოფილან და გველეშაპის ლოდინში ჩასძინებიათ. გველეშაპი რომ გამოჩნდა, ბავშვს შიშისაგან ტირილი დაუწყია, ბავშვის ტირილზე ჟიბჟიას და ვაჟინას გაღვიძებიათ. ჰკრეს ორთავემ ისრები და განგმირეს მხეცი. გველეშაპი კი მოკლეს, მაგრამ მისმა შხამმა იმსხვერპლა გმირები. ასე გადაარჩინეს სოფელი, თავად კი დაიხოცნენ. მადლიერმა სოფელმა მათი სახსენებელი შავ ორშაბათს (დიდმარხვის პირველ დღეს) დააწესა. ამ დღეს ყოველი ოჯახი გაშლიდა ტაბლას, ოჯახის უფროსი პურის ნატეხს ღვინოში ჩააწებდა და მისცემდა ოჯახის წევრს, რომელიც იტყოდა: „ჟიბჟიას და ვაჟინას შეუნდოს ღმერთმაო“ და შეჭამდა.

კოდურას წყაროსთან ქვებს ახლაც ემჩნევა ჟიბჟიასა და ვაჟინას მოკლული გველეშაპის სისხლის ნაკვალევი.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები