თხევად-რგოლური კომპრესორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თხევად-რგოლური კომპრესორი − როტორული კომპრესორი, რომლის გამოჩარხულ ცილინდრულ კორპუსში ბრუნავს ექსცენტრულად დაყენებული როტორი, რომელიც არის ლილვი მასზე უძრავად დამაგრებული რადიალური ან აღუნული ფრთებით, ხოლო ღრეჩო ფრთების ბოლოებსა და ცილინდრის შიგა ზედაპირს შორის შემჭიდროებულია თხევადი რგოლის მეშვეობით, რომელიც ფორმირდება როტორის ფრთების ბრუნვითა და ცენტრიდანული ძალებით. თუ შესამჭიდროებელ სითხედ გამოყენებულია წყალი, მაშინ მას ეწოდება წყალრგოლური კომპრესორი.