იათაშვილი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა იათაშვილი

იათაშვილი შოთა − (1966), ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელ, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი. 1992-1994 წლებში იყო ლიტერატურული გაზეთის „რუბიკონის” რედაქტორი; 1995-1997 წლებში გაზეთ „სერაფიმის თეატრის” მთავარი რედაქტორი; 1996-2006 წლებში − ლიტერატურული გაზეთის „ალტერნატივას” (შემდგომ ჟურნალი) მთავარი რედაქტორი. 2003 წლიდან არის გამომცემლობა „კავკასიური სახლის” რედაქტორი და ლიტერატურული ჟურნალის – „ახალი საუნჯე” – მთავარი რედაქტორი. ავტორია 8 პოეტური და მოთხრობების სამი კრებულისა: „საღეჭი რეზინა” (1994), „ფანქარი ცაში”(2004), „სანამ დროა” (2006).


კოცნა
როცა უსიტყვო დიაბეტი გაქვს
სამ ჩაის კოვზ სიტყვას
ვყრი შენს სისხლში და კარგად ვურევ.
თან სულსაც ვუბერავ,
მალე რომ შევაგრილო და
მერე ფინჯნის პირით მივიყუდო პირზე.
ამ დროს ფინჯანი ორივე ხელით მაქვს
მაგრად ჩაბღუჯული.
და როცა დაცლილ ფინჯანს
მიწაზე ვდგამ და მისი ფსკერიდან
ამოსული რამდენიმე დაუჯერებელი
ბგერა მესმის, მე ვგრძნობ მათში
ჩემს მიერ ჩაყრილი შაქრის
ლინგვისტურ სიტკბოს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები