იაკობიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იაკობიანი – იაკობის ფუნქციონალური დეტერმინანტი |aik|, სადაც aik=∂yi/∂xk, რომელიც შედგება მოცემული n ფუნქციის y1,y2,...,yn კერძო წარმოებულებისაგან ერთი და იგივე x1,x2,...,xn ცვლადებით:
მოკლედ ასე აღინიშნება:
სახელი ეწოდება გერმანელი მათემატიკოსის კ. იაკობის პატივსაცემად.
„იაკობიანით“ უკვე სარგებლობდა ეილერი ახალ ცვლადებზე გადასვლისას (1759 – 1770). ზოგადი ფუნქციონალური დეტერმინანტი თანამედროვე სახით პირველად შემოიღო იაკობიმ (1841). აღნიშვნა ∂(f1,f2,...,fn) / ∂(x1,x2,...,xn) ეკუთვნის დონკინს (1854), ხოლო J(f1,f2,...,fn) – უელდის (1896). ტერმინი „იაკობიანი“ შემოიღეს კელიმ და სილვესტრმა (1956), რათა პატივი მიეგოთ იაკობის შრომებისათვის ალგებრაში და გამორიცხვის თეორიაში.