იარაღის ბალისტიკური მოქნილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იარაღის ბალისტიკური მოქნილობა - ცეცხლსასროლი იარაღის თვისება, მოახდინოს თავისი საბრძოლო შესაძლებლობების გაფართოება ბალისტიკური მახასიათებლების ცვლილებების ხარჯზე. აღწევენ უმთავრესად ბალისტიკური კოეფიციენტის (მაგალითად, ჭურვებზე სამუხრუჭე რგოლების გამოყენება) და ჭურვის საწყისი სიჩქარის (ცვალებადი მუხტების გამოყენება) ცვლილებით. ლულის ამაღლების კუთხის ცვალებასთან ერთად ხდება მიზნების ეფექტური დაზიანება ტრანშეებში და სიმაღლეების უკანა ფერდობებზე.