ია მთაზედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ია მთაზედა“ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი უძველესი პოეტური შედევრი, საფერხულო ბალადა ცნობილია მისი ქართლური, კახური, ფშაური, მთიულური და რაჭული ვარიანტები პირველი ჩანაწერი შესრულებულია მცხეთაში 1863 წელს. ლექსი რიტუალური დანიშნულებისაა, შეიცავს მითოლოგიურ და საწესჩვეულებო ელემენტებს ძირითადი მოტივია – ირმის მოკვლისთვის სასიძოს განგმირვა სიმამრის მიერ.

სტყორენა სასიძომ – მოკლა ირემი
სტყორცნა სიმამრმა – მოკლა სასიძო...

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სიმამრის ისრით სასიძოს განგმირვა, ესაა „ნადირთ ბატონის შურისძიება მისი სიყვარულის უგულებელყოფის ან წმინდა ირემის მოკვლისათვის“ (ე. ვირსალაძე). ბალადაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მამა-შვილის დიალოგს, ქალიშვილის მიერ მამის შეჩვენებას და მოკლული საქმროს საძებნელად წასვლას. ლექსის ზოგიერთ ვარიანტში შეიმჩნევა ქრისტიანული წეს-ჩვეულების კვალი.

– მამე სანთელი – გზა გავინათლო,
მამე საკმელი – გზა გავირკვიო...

საერთოდ კი ლექსს კარგად აქვს შემონახული როგორც წარმართული რიტუალური შინაარსი, ასევე ადრინდელი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები. ლექსი აგებულია ათმარცვლიან ურითმო საზომზე.

ჯ. ბარდაველიძე


ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, 1961;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
  • გ. კალანდაძე, ქართული ხალხური ბალადა, 1955;
  • ე. ვირსალაძე, ქართული სამონადირეო ეპოსი, 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები