იდიომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იდიომი – (ბერძნ. idioma – თავისებურება),
1, საერთო სახელწოდება განსხვავებულ ენობრივ წარმონაქმნთა, ენის არსებობის სხვადასხვა ფორმათა (ენების, დიალექტის, კოლოკავის და ა. შ.) აღსანიშნავად. იდიომით ზოგჯერ აღნიშნავენ იმ ენობრივი კოლექტივის მეტყველებასაც, რომელსაც არ შეესაბამება არც ერთი პოლიტიკური, ადმინისტრაციული თუ ნაციონალური სტრუქტურა (მაგ., საფრანგეთში პროვანსული);
2. იგივეა, რაც ფრაზეოლოგიზმი.
ი. ქობალავა